Accessibility links

ნავაზ შარიფმა მემკვიდრედ თავისი ძმა დაასახელა


ნავაზ შარიფი

პაკისტანის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა მემკვიდრედ დაასახელ თავისი ძმა, შეჰბაზი, რომელიც პუნჯაბის გუბერნატორია. ხოლო ნავთობის ყოფილი მინისტრი შაჰიდ ხაყანი აბასი შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 45 დღის განმავლობაში, ვიდრე შეჰბაზი არ დატოვებს გუბერნატორის პოსტს.28 ივლისს ნავაზ შარიფმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო კორუფციაში წაყენებულ ბრალდებებში. 2015 წელს აღმოჩნდა, რომ შარიფის შვილებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „პანამის ქაღალდებში“ ჩამოთვლილ ანგარიშებთან. პაკისტანის კონსტიტუციის თანახმად, გარდამავალი პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება უნდა სცნოს პარლამენტმა, სადაც მმართველი პაკისტანის მუსლიმთა ლიგა 342 ადგილს ფლობს.

XS
SM
MD
LG