Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს "ნოვაია გაზეტას" თანამშრომელი, ჟურნალისტი ალი ფერუზი


მოსკოვში დააკავეს ავტორიტეტიან გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომელი, ჟურნალისტი ალი ფერუზი. როგორც იუწყებიან, ფერუზი შეაჩერეს გამოცემის რედაქციასთან, თითქოსდა, მისი ვინაობის დასადგენად, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ფერუზს, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა, უარი უთხრა დროებითი თავშესაფრის მინიჭებაზე. ჟურნალისტი შიშობს, რომ უზბეკეთში წაუყენებენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბრალდებას.

XS
SM
MD
LG