Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პარლამენტი კიდევ ერთხელ შეეცდება მთავრობის ფორმირებას


წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კოსოვოს პარლამენტი კვალავ დააყენებს კენჭისყრაზე ახალი მთავრობის ფორმირებისა და სპიკერის არჩევის საკითხს. პარლამენტის 3 აგვისტოს სესიაზე ვერც ერთმა პარტიამ და კოალიციამ ვერ მოახერხა საჭირო ხმების მოგროვება პარლამენტის სპიკერის ასარჩევად, რაც წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირების გზაზე. კიდევ ერთი მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, საკანონმდებლო ორგანოს დროებითმა სპიკერმა, ადემ მიკულოვციმ, სავარაუდოდ, 4 აგვისტოსათვის დანიშნა მომდევნო კენჭისყრა. კოსოვოში 11 ივნისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთმა პარტიამ და კოალიციამ ვერ მიიღო მმართველი უმრავლესობის ფორმირებისათვის საჭირო ხმები.

XS
SM
MD
LG