Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ციხიდან გამოუშვეს აგვისტოს ომის დროს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნისთვის გასამართლებული ორი ქალი


რუსეთში ციხიდან გამოუშვეს ამ ქვეყნის მოქალაქეები მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი, რომლებიც სახელმწიფოს ღალატის მუხლით გაასამართლეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების გამო. ორივე ქალი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა. 2008 წლის აგვისტოში ჯანჯღავამ და კესიანმა საქართველოში ნაცნობებს მისწერეს, რომ რკინიგზაზე აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა სამხედრო ტექნიკა. სასამართლომ 2013 წელს ჯანჯღავას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 2015 წელს - რვა წლით პატიმრობა კესიანს. ორივე ქალი 8 აგვისტოს გაათავისუფლეს მოსკოვში მდებარე ლეფერტოვოს ციხიდან. კესიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის და ჯანჯღავა იბრძოლებენ განაჩენების გასაუმქებლად. კესიანმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მსგავსი ბრალდებით გასამართლებული კიდევ ერთი ქალი, ინგა ტიტუსანი ვოლოგდის ოლქში მდებარე საპატიმროში რჩება.

XS
SM
MD
LG