Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი აცხადებს, რომ ფხენიანის ბირთვული ამბიცია ქვეყნის გაპარტახებას გამოიწვევს


ჯეიმს მეტისი
ჯეიმს მეტისი

9 აგვისტოს აშშ-მა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ მისი ბირთვული ამბიცია „შესაძლოა რეჟიმის აღსასრულითა და ქვეყნის გაპარტახებით დასრულდეს.“ ასეთი მკვეთრი განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ცეცხლითა და რისხვით“ დაემუქრა ფხენიანს, თუ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი დაემუქრება შეერთებულ შტატებს. „ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მოქმედება წააწყდება ჩვენს მტკიცე წინააღმდეგობას და იგი დამარცხდება ნებისმიერი კონფლიქტისა და გამალებული შეიარაღების წამოწყების შემთხვევაში,“- განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. მეტისის ამ განცხადების პასუხად, ფხენიანმა კვლავ გაიმეორა თავისი მუქარა. ჩრდილოეთ კორეის 9 აგვისტოს განცხადებით, ის "გულდასმით ამოწმებს" აშშ-ის კუნძულზე, წყნარ ოკეანეში მდებარე გუამზე სარაკეტო იერიშის შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG