აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს ვირჯინიის შტატში შეხლა-შემოხლის შემდეგ, რაც თეთრკანიანთა რასობრივი უპირატესობის იდეოლოგიის მიმდევართა აქციის წინ მოხდა. ტვიტერით გავრცელებულ მესიჯში ტრამპი წერს: "ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავგმოთ ყველაფერი, რასაც სიძულვილი წარმოადგენს. ამგვარი ძალადობა უადგილოა ამერიკაში. დავდგეთ როგორც ერთნი". ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილის წარმომადგენლებმა ნებართვა მისცეს რასისტ ექსტრემისტებს აქცია გაემართათ 12 აგვისტოს, თუმცა ვირჯინიის მმართველმა, ტერი მაკაულიფმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აქციის ნებართვა გაუქმდა, მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს, დილით, რასისტ ექსტრემისტებს და მათ მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა. შარლოტესვილში აქციისთვის შეკრებილებს შორის იყვნენ კუ-კლუქს-კლანის, ულტრამემარჯვენე შეიარაღებული ჯგუფების წარმომადგენლები, ულტრამემარჯვენე აქტივისტები - ძალები, რომლებიც იზიარებენ რასიზმის, თეთრკანიანთა ნაციონალიზმის და პოპულიზმის იდეოლოგიურ ნაზავს. აშშ-ში ექსტრემისტ ჯგუფებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს დემონსტრაცია სავარაუდოდ უდიდესი იქნებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
ტრამპი ერთიანობის მოწოდებით გამოდის, ვირჯინიის შტატში შეტაკებების ფონზე

ყველაზე პოპულარული
1