Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი მოკლეს


აშშ-ის განცხადებით, ავღანეთში, აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ექსტრემისტული გაერთიანების,„ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი და რამდენიმე საველე მეთაური. 10 აგვისტოს, აღმოსავლეთით, ქუნარის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა აბდულ რაჰმანი - რომელიც, აშშ-ის სამხედროების ცნობით, წარმოადგენდა „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივ ემირს და კიდევ სამი მეთაური. აშშ-ის სამხედრომეთაური ავღანეთში, ჯონ ნიკოლსონი, გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აბდულ რაჰმანის სიკვდილი კიდევ ერთ დიდ დარტყმას აყენებს „ისლამურ სახელმწიფოს“. განცხადების თანახმად, რაჰმანი იყო წამყვანი კანდიდატი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის პოსტზე, მას შემდეგ, რაც ყოფილი ლიდერი, აბუ საედი, აშშ-ის საჰაერო თავდასხმამ ივლისში იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG