Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროპის ოთხი ქვეყანა კოსოვოს მოუწოდებენ, თავიდან აიცილოს კრიზისი


კოსოვოს პარლამენტი
კოსოვოს პარლამენტი

აშშ და ევროკავშირის წევრი ოთხი სახელმწიფო კოსოვოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, თავიდან აიცილონ პოლიტიკური კრიზისი მას მერე, რაც ამ მცირე სახელმწიფოში, რომელიც სერბიას გამოეყო ცალმხრივად, ვერ აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე და ვერ შესძლეს ახალი მთავრობის შექმნა. არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, ათ აგვიტოს, პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვერ შეძლეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და პრეზიდენტისთვის საშუალების მიცემა, დაესახელებინა პრემიერ-მინისტრი. გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბრიტანეთი მიმართავენ სერბიის ყოფილ ოლქს, რომ ადგილობრივი ლიდერების პასუხისმგელობა იყო პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება. ამ ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი შეშფოთებული არიან კოსოვოსში შექმნილი ვითარებით. კოსოვოს პარლამენტის შემდეგი სხდომა გაიმართება 14 აგვისტოს და თუ კიდევ ერთხელ ვერ აირჩიეს თავმჯდომარე, იზრდება შეშფოთება კოსოვოში პოლიტიკური კრიზისის და ახალი არჩევნების საჭიროების გამო.

XS
SM
MD
LG