Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უარყო, რომ ფხენიანს სარაკეტო ტექნიკას აწვდიდა


ოლექსანდრ ტურჩინოვი
ოლექსანდრ ტურჩინოვი

უკრაინამ განაცხადა, რომ არასოდეს მიუწოდებია ჩრდილოეთი კორეისთვის სარაკეტო ტექნიკა. ეს იყო პასუხი ნიუ იორკ ტაიმსის მიერ მოტანილი ექსპერტების ვარაუდზე, რომ ჩრდილოეთმა კორეამ შეიძლება რაკეტების ძრავები მიიღო უკრაინის ქარხნიდან. უკრაინას არასოდეს მიუწოდებია სარაკეტო ძრავები ან სხვა ტექნიკა ჩრდილოეთი კორეისთვის, განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსანდრ ტურჩინოვმა 14 აგვისტოს. ნიუ იორკ ტაიმსი იტყობინება, რომ ექსპერტების თანხმად, სარაკეტო ქარხანა ქალაქ დნეპროში, უკრაინაში, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ იმ ძრავების წყაროა, რომლებსაც იყენებს ფხენიანი საკონტინენტშორისო რაკეტებისთვის, რომელიც ივლისში გამოიცადა. ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტმა, მაიკლ ელემენმა განუცხადა ნიუ იორკ ტაიმსს, რომ სავარაუდოდ ეს ძრავები უკრანიდანაა, ალბათ, უკანონოდ გატანილი, საკითხავი ისაა, რამდენია წაღებული და კვლავ ეხმარებიან თუ არა უკრაინელები ფხენიანს. ერთობ შეშფოთებული ვარ, ამბობს ექსპერტი, რომლის ამ ნათქვამთან ერთად ნიუ იორკ ტაიმსს მოჰყავს აშშ-ის დაზვერვის სამსახურების საიდუმლო შეფასებები.

XS
SM
MD
LG