Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში შიმშილობა დაიწყო ოპოზიციონერმა აქტივისტმა, რომელიც შინაპატიმრობაშია


ირანში შიმშილობა დაიწყო ოპოზიციონერმა აქტივისტმა მეჰდი ქარუბიმ, რომელიც ექვს წელიწადზე მეტია, შინაპატიმრობაში იმყოფება. 79 წლის სასულიერო პირი, მისი შვილის მოჰამად თაღი ქარუბის თქმით, 16 აგვისტოს დილიდან აღარ იღებს საკვებს, რადგან შინაპატიმრობაში დარჩენას ურჩევნია, სასამართლოს წინაშე წარდგეს. ხოლო ქარუბის მეუღლის თქმით, ის მოითხოვს ბინიდან უშიშროების სამსახურის თანამშრომლების წასვლასაც. მეჰდი ქარუბი, ისევე როგორც ოპოზიციის ლიდერი ჰოსეინ მუსავი და მისი მეუღლე ზაჰრა რაჰნავარდი, 2011 წლის თებერვალში მოათავსეს შინაპატიმრობაში მას შემდეგ, რაც მათ გააკრიტიკეს 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ირანში ადამიანის უფლებების დაუცველობა. ბოლო კვირებში ქარუბი ორჯერ მოათავსეს საავადმყოფოში გულის შეტევის გამო.

XS
SM
MD
LG