Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პოლიცია: ბარსელონაში დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი, დაშავდა 32


პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები ტურისტულ ცენტრთან
პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები ტურისტულ ცენტრთან

ესპანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, ბარსელონაში ხალხში მიკროავტობუსის შეჭრის შედეგად. ინციდენტს პოლიცია "ტერორისტულ აქტად" აფასებს. პოლიციის ცნობით, დაშავებულთაგან 10 მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი მედია მანამდე ავრცელებდა ცნობას, რომ 13-მდე ადამიანია დაღუპული და მანქანის მძღოლი ფეხით გაიქცა. რამბლასთან, ტურისტული ცენტრთან, პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანებია. პოლიცია აცხადებს, რომ მიკროავტობუსიდან გადახტა და ერთ-ერთ რესტორანში შევიდა ორი შეიარაღებული მამაკაცი, დეტალები არ ვრცელდება. ესპანეთის მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იმ ადგილებიდან სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ეს ცნობები პოლიციას მყისიერად არ დაუდასტურებია. ბარსელონის თავდასხმის დეტალები კვლავ ბუნდოვანია, თუმცა მანქანების ადამიანებისთვის შეჯახების პრაქტიკა ექსტრემისტებმა ბოლო პერიოდში ბევრგან გამოიყენეს ევროპაში, მათ შორის ნიცაში, ბერლინში, ლონდონსა და სტოკჰოლმში. თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბარსელონის ქუჩებში ახლახან გამოჩნდა გრაფიტი, რომელიც ტურისტების მუქარას შეიცავდა. ბარსელონაში წელიწადში 11 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის.

XS
SM
MD
LG