Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტი აღკვეთა ქალაქ კამბრილსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად


ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ მეორე ტერაქტი აღკვეთა ბარსელონიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქ კამბრილსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია 5 პირი. ესპანური მედიასაშუალებების ცნობით, ეჭვმიტანილები ცდილობდნენ ბარსელონის მსგავსი ტერაქტის გამეორებას და ფეხით მოსიარულეებს ავტომანქანით დაედევნენ. ესპანური პრესა ექიმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. 17 აგვისტოს საღამოს, ბარსელონის ტურისტულ ცენტრში, რამბლას ბულვარის ფეხით სავალ ნაწილში შეიჭრა ფურგონი და დიდი სიჩქარით გაიარა ხუთას მეტრზე მეტი. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით დაიღუპა 13 ადამიანი და 100-ზე მეტი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან მსოფლიოს სულ მცირე 18 ქვეყნის მოქალაქეები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ.“ ესპანური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 3 პირი.

XS
SM
MD
LG