Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „არამეგობრული“ უწოდა მოლდავეთის მოწოდებას


რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზია.
რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზია.

რუსეთმა 23 აგვისტოს "არამეგობრული" უწოდა მოლდავეთის ხელისუფლების მიმართვას გაეროსადმი, მომდევნო თვეში გენერალურ ასამბლეაზე განიხილოს სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანის საკითხი. „ეს არ არის ძალიან მეგობრული ნაბიჯი და ხელს არ შეუწყობს მრავალი წლის განმავლობაში არსებულ სამშვიდობო პროცესს“, - განაცხადა ამ საკითხის კომენტირებისას რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ. მოლდავეთის პარლამენტის სპიკერმა ანდრიან კანდუმ, 23 აგვისტოს დაადასტურა, რომ პარლამენტის შესაბამისი წერილი გაეროს სამდივნოს უკვე გადასცა მოლდავეთის პარლამენტის წარმომადგენელმა გაეროში, ვიქტორ მორარუმ. დნესტრისპირეთის რეგიონმა 1990 წელს მოლდავეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ტირასპოლის სეპარატისტულ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც 1992-93 წლებში ორივე მხრიდან ასობით ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG