Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნკერი: ევროკავშირმა არ უნდა თქვას უარი ფასეულობებზე რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად


ჟან-კლოდ იუნკერი
ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის აზრით, ევროკავშირი უნდა შეეცადოს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მაგრამ ისე, რომ უარი არ თქვას თავის ფასეულობებზე. „ჩემი აზრით, უნდა ვიფიქროთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ეს დამოკიდებულია რუსეთზეც და ჩვენზეც. თუმცა, ევროპის უსაფრთხოება მომდევნო საუკუნეებში შეუძლებელია რუსეთის გარეშე. ევროკავშირი 5,5 მილიონი კვადრატული კილომეტრია - მარტო რუსეთი 17,5 მილიონი! კიდევ რჩება შეკითხვები? ამიტომ ისე, რომ უარი არ ვთქვათ ჩვენს ფასეულობებსა და პრინციპებზე - ყირიმის ანექსიისა და დანარჩენი პრობლემების გათვალისწინებით - რუსეთთან უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც უფრო გამოგვადგება მომავალში“, - განაცხადა იუნკერმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე. უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ევროკავშირს რუსეთისათვის 2014 წლიდან აქვს დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რომელთა მოქმედების ვადა ივნისში კიდევ ექვსი თვით გააგრძელეს.

XS
SM
MD
LG