Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ზომების გატარებაზე მოილაპარაკეს


აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო-საჰაერო მანევრი
აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო-საჰაერო მანევრი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯოზეფ დანფორდი, და მისი სამხრეთკორეელი კოლეგა, ჩონ გენ დუ, შეთანხმდნენ, ჩრდილოეთ კორეის მიმართ სამხედრო ზომებს მიმართონ, მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპი“. სატელეფონო საუბრისას ჩონ გენ დუმ განაცხადა, რომ აუცილებელია ეფექტიანი სამხედრო პასუხი გაეცეს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას. დანფორდმა პირობა დადო, რომ აშშ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენს სეულს. ჩონ გენ დუმ მოლაპარაკებები გამართა სამხრეთ კორეაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ვინსენტ ბრუკსთან. ისინი შეთანხმდნენ, ფხენიანის წინააღმდეგ სამხედრო ზომები მიიღონ უახლოეს მომავალში.

XS
SM
MD
LG