Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ფაჩულია ემშვიდობება ეროვნულ ნაკრებს


ზაზა ფაჩულია (მარცხნივ).
ზაზა ფაჩულია (მარცხნივ).

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ დაასრულა სანაკრებო კარიერა. ამის შესახებ 33 წლის სპორტსმენმა, აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონ „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა „ფეისბუკის“ სოციალური ქსელით გამოაცხადა. „ძალიან რთულია, დატოვო ის, რაც მრავალი წელი ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენო“, წერს ფაჩულია თავის „ფეისბუკის“ გვერდზე. გუშინ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან (69:71) და გამოეთიშა ასპარეზობას.

XS
SM
MD
LG