Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დატოვა „ბოლოტნაიას საქმეზე“ მსჯავრდებულმა ბოლო პირმა


ივან ნეპომნიაშჩიხი
ივან ნეპომნიაშჩიხი

რუსეთი დატოვა „ბოლოტნაიას საქმის“ სახელით ცნობილი სასამართლო პროცესის დროს მსჯავრდებულმა ბოლო პირმა, ინჟინერმა ივან ნეპომნიაშჩიხმა, რომელიც ამჟამად პრაღაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ ფონდმა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად სამომავლოდ უფლებათადამცველი აშშ-ი აპირებს სწავლის გაგრძელებას. ნეპომნიაშჩიხს სასამართლომ ორწელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის, რომელსაც, სამართალდამცველების თქმით, 2012 წლის 6 მაისს ჰქონდა ადგილი მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე. თუმცა, კოლონიიდან გამოსვლის მიუხედავად ნეპომიაშჩიხის სამართლებრივი დევნა არ სრულდება. სასამართლომ დააკმაყოფილა კოლონიის ადმინისტრაციის თხოვნა, რაც მის მიმართ ადმინისტრაციულ მეთვალყურეობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG