უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის საქმეში ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი გადასცეს. სამართალდამცველების განცხადებით, დავით საყვარელიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ მოვლენებში, რომლის შედეგად უკრაინის სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერი გარღვევა მოხდა, ასევე წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, შესაბამისი მუხლის სანქცია 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დავით საყვარელიძეს „ეჭვმიტანილობის ოქმი“ გადასცეს

ყველაზე პოპულარული
1