Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში თავს დაესხნენ ნავალნის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე აქტივისტს


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე აქტივისტი, ნიკოლაი ლიასკინი აცხადებს, რომ 15 სექტემბერს მოსკოვში თავს დაესხნენ და ლითონის ხელკეტი ურტყეს. ლიასკინი, რომელიც ნავალნის კამპანიის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობს, ტვიტერში წერს, რომ უცნობმა პირმა უკნიდან რამდენჯერმე დაარტყა ხელკეტი და გაქცევა შეძლო. ლიასკინი ასევე ტვიტერში წერს, რომ ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენიმე სახიფათოა აქტივისტისთვის მიყენებული დაზიანებები. მასზე თავდასხმით გაგრძელდა, ნავალნისა და მისი მომხრეების შეფასებით, ძალადობის, დაშინებისა და პოლიციის მხრიდან რეპრესიების კამპანია, რომლის მიზანიც არის 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ნავალნის მონაწილეობისათვის ხელის შეშლა. ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, არჩევნებში მორიგი ვადით გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

XS
SM
MD
LG