Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების ლიდერებზე იზრდება ზეწოლა მოთხოვნით, უარი თქვან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე


ჩრდილოეთ ერაყში ქურთების ავტონომიის ლიდერებზე იზრდება ზეწოლა მოთხოვნით, ხელი აიღონ მათი რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 17 სექტემბერს გააფრთხილა ქურთი ლიდერები, რომ 25 სექტემბრისათვის დანიშნული რეფერენდუმი „ყურადღებას გადაიტანდა“ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების და ექსტრემისტების ხელში ყოფნისას დანგრეული ქალაქების აღდგენის საჭიროებიდან. „გაეროს გენერალური მდივანი პატივს სცემს ერაყის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას და ფიქრობს, რომ ფედერალურმა მთავრობამ და ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ ყველა გადაუჭრელი საკითხი უნდა მოაგვარონ დიალოგისა და კონსტრუქციული კომპრომისის მეშვეობით“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა გააკეთა. ერაყის ავტონომიური ქურთისტანის რეგიონისა და მიმდებარე რაიონების წარმომადგენელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გეგმას, რომ 25 სექტემბერს ჩატარდეს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, ამ გეგმის მიმართ ბაღდადის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად. რეფერენდუმს ეწინააღმდეგებიან მეზობელი ქვეყნებიც, მათ შორის თურქეთი და ირანი, რომლებშიც მრავალი ეთნიკური ქურთი ცხოვრობს. დასავლეთში შიშობენ, რომ რეფერენდუმმა შესაძლოა ახალი დაძაბულობა წარმოშვას რეგიონში.

XS
SM
MD
LG