აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი გავა ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმებიდან, თუ დაასკვნის, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგანტო სათანადოდ მკაცრ მონიტორინგს არ უწევს შეთანხმების შესრულებას. ამის შესახებ ნათქვამია ტრამპის მიმართვაში, რომელიც 18 სექტემბერს გააცნეს ატომური ენერგიის სააგენტოს შეხვედრის მონაწილეებს ვენაში. მიმართვის ტექსტი წაიკითხა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა, რიკ პერიმ: „ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ასრულებს გადამწყვეტ როლს მსოფლიოში ბირთვული პროგრამების მონიტორინგის მხრივ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ ძალიხსმევას და აქტიურად მოუწოდებს სააგენტოს, სრულად გამოიყენოს თავის უფლებამოსილება ირანის მიერ ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ყოველი ვალდებულების შესრულების შესამოწმებლად. ჩვენ არ შევეგუებით შეთანხმების არასრულად შესრულებას, ან არასათანადო მონიტორინგს“, ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებს, რომლებიც ამოწმებენ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების შესრულებას, აქამდე არაერთხელ აქვთ დადასტურებული, რომ ირანი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
ყველაზე პოპულარული
1