მსოფლიოს 142 სახელმწიფო მიემხრო გაეროს რეფორმირებას. მათ შორის არიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და იაპონია. ამის თაობაზე იტყობინება გაეროში აშშ-ის დიპლომატიური მისია თავის საიტზე. სახელმწიფოები, რომლებიც მიემხრნენ რეფორმებს, მოუწოდებენ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს სათავეში ჩაუდგეს პროცესს. რუსეთმა უარი თქვა გაეროს რეფორმირების პროცესში მონაწილეობაზე. დღეს ნიუ-იორკში დაიწყება ამ თემაზე მსჯელობა, რომელშიც 130 ქვეყნის ლიდერები ჩაერთვებიან.
გაეროს რეფორმირებას მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს

ყველაზე პოპულარული
1