Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სადავო კანონს განათლების შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სადაოდქცეულ კანონს „განათლების შესახებ“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სავალდებულოს ხდის უკრაინულ ენაზე სწავლების შემოღებას საშუალო სკოლის მეხუთე კლასის დონიდან. მანამდე კანონპროექტს 5 სექტემბერს ხმათა უმრავლესობით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ დაუჭირა მხარი. კანონს, რომელიც ზღუდავს ეროვნული უმცირესობების ენათა გამოყენებას უმაღლეს სასწავლებლებში, აკრიტიკებენ უკრაინაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები, მათ შორის პოლონელების, რუმინელები და უნგრელები. განსაკუთრებით გაილაშქრა კანონის წინააღმდეგ რუსეთმა, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას „მონოეთნიკური ენის რეჟიმზე იძულებით გადაჰყავს მულტიეროვნული სახელმწიფო“. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კანოზე ხელის მოწერის დროს განაცხადა, რომ „განათლების შესახებ კანონი“ სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმოადგენს ნიმუშს მეზობელი ქვეყნებისათვის“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG