Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა


georgia -- builders.Construction area. Tbilisi, 18Aug2016
georgia -- builders.Construction area. Tbilisi, 18Aug2016

თბილისში მიმდინარე მშენებლობაზე მეხუთე სართულიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა ახალგაზრდა კაცი. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, დაღუპული 30 წლის კაცია, ის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კუთვნილ შენობაზე მუშაობდა და დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. დაღუპულს 9 თვის შვილი დარჩა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG