ინდოელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ინდოეთის ქალაქ ბომბეიში რკინიგზის სადგურზე ჭყლეტის შედეგად. პოლიციის ცნობით, ჭყლეტა მოხდა ფეხით მოსიარულეების ხიდზე ელფინსტოუნის რკინიგზის სადგურზე, რომელიც პიკის საათის დროს, როგორც წესი, ხალხით გადატვირთულია.
ყველაზე პოპულარული
1