Accessibility links

გერჰარდ შრიოდერი გახდა რუსეთის კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე


გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი დაამტკიცეს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. ის 29 სექტემბერს შეიყვანეს საბჭოს შემადგენლობაში აქციონერთა სხდომაზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ცხრიდან 11 წევრამდე გაიზარდა: შრიოდერის გარდა, საბჭოს წევრებს დაემატა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკიც. „როსნეფტი“ შედის იმ კომპანიების სიაში, რომლებზეც ვრცელდება ევროკავშირის სანქციები, შემოღებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. შრიოდერი ასევე ხელმძღვანელობს „ჩრდილოეთის ნაკადის“ აქციონერთა კომიტეტს: „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსეთი ბუნებრივ აირს აწვდის გერმანიას. ამ პროექტის აქციების უმრავლესობის მფლობელია რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“. წელს აგვისტოში გახდა ცნობილი, რომ შრიოდერს უპირებენ „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად არჩევას. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კრიტიკით გამოეხმაურა ამ ნაბიჯს და აღნიშნა ის, რომ "როსნეფტის" წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG