Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კაზუო იშიგუროს


ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს, კაზუო იშიგუროს, „დიდი ემოციური ძალს მქონე“ ნაწარმოებებისთვის“. შვედეთის სამეფო აკადემიამ 5 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ბრიტანელი ავტორი ცნობილია რომანით, „დღის ნარჩენები“. 1989 წელს გამოქვეყნებული ამ ნაშრომისთვის იშიგუროს ბუკერის პრემია მიენიჭა. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე. მწერალი, იაპონიაში, ნაგასაკიში დაიბადა 1954 წელს და ოჯახთან ერთად გადასახლდა ბრიტანეთში. 2008 წელს „ლონდონ ტაიმსმა“ი შიგურო ომის შემდგომი პერიოდის 50 საუკეთესო ბრიტანელ მწერალთა სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG