Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში ბელგრადში შეხვდება კრემლის მრჩეველს


ვლადისლავ სურკოვი და კურტ ვოლკერი
ვლადისლავ სურკოვი და კურტ ვოლკერი

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიღწევის საკითხებში, კურტ ვოლკერი, სერბიის დედაქალაქში, ბელგრადში, შვილ ოქტომბერს შეხვდება კრემლის მრჩეველს, ვლადისლავ სურკოვს. ვოლკერის თქმით, ის რუს კოლეგას ხვდება ბელგრადში, რათა იმსჯელონ, როგორ მიაღწიონ მინსკის შეთანხმების განხორციელებას და როგორ აღდგეს უკრაინის ტერიტორული მთლიანობა. ეს იქნება ვოლკერის და სურკოვის მეორე შეხვედრა. ბელგრადი ნეიტრალურ ტერიტორიაა. ვოლკერს არ სურს რუსეთში ჩასვლა მოსალაპარაკებლად, და სურკოვს კი აკრძალული აქვს ევროკავშირში მოგზაურობა, რუსეთისთვის, უკრაინაში ქმედების გამო დაწესებული სანქციების გამო.

XS
SM
MD
LG