Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ რიჩარდ ტალერს


ეკონომიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა ამერიკელ რიჩარდ ტალერს „ეკონომიკის ფსიქოლოგიის გაგებაზე“ კონცენტრირებული კვლევისათვის. ნობელის კომიტეტმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა ლაურეატის ვინაობა და განმარტა, რომ ტალერის ნამუშევრები აჩვენებს, რა გავლენას ახდენს ადამიანის თვისებები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე, ისევე როგორც ეკონომიკურ შედეგებზე. 72 წლის ტალერი ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორია და აღიარებულია ბიჰევიორული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად. პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო 9 მლნ კრონის (1,1 მლნ დოლარის) ოდენობით. ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის გაცემა დაიწყო 1968 წლიდან - დანარჩენ დარგებზე გაცილებით უფრო გვიან. ის არ მიეკუთვნება პრემიების ჯგუფს, რომელიც განსაზღვრულია დინამიტის შვედი გამომგონებლისა და ქველმოქმედის, ალფრედ ნობელის 1895 წლის ანდერძით.

XS
SM
MD
LG