Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის სასამართლომ გაამართლა ყოფილი მუსლიმანი სამხედრო მეთაური


ნასერ ორიჩი
ნასერ ორიჩი

ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლომ სამხედრო დანაშაულის თაობაზე წაყენებული ბრალდებები მოუხსნა ნასერ ორიჩს, რომელიც სრებრენცის მიდამოებში მოქმედი ბოსნიელი სამხედრო ძალების სარდალი იყო, 1990-იანი წლების ბოსნიის ომის დროს. პროკურატურა 50 წლის ორიჩს ბრალად სდებდა სამი სერბი პატიმრის მკვლელობას 1992 წელს. სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ სცნო კიდევ ერთი ბოსნიელი ჯარისკაცი, საბაჰუდინ მუჰიჩი. მოკლული სერბების ახლობლებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ნასერ ორიჩს მრავალი ბოსნიელი მიიჩნევს გმირად, რომელიც ბოსნიელ მუსლიმებს იცავდა 1992-95 წლების შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის დროსაც 100 ათასი ადამიანი დაიღუპა. 2006 წელს ყოფილი იუგოსლავიის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორიჩს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სერბი პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის ბრალდებით. თუმცა, მსჯავრდებული სასამართლოს დარბაზიდანვე გათავისუფლდა, რადგან აღნიშნული საპატიმრო ვადა უკვე მოხდილი ჰქონდა.

XS
SM
MD
LG