ოპოზიციური ფრაქციების პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ოქროყანის დასახლებაში 40 ჰექტარის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზაციისა და ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიწისქვეშა სადგომის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, კომპანიას, რომელსაც აღნიშნული ფართი გადაეცემა, განახორციელებს პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ქაოსის მოწესრიგებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, პუშკინის გამზირთან, დედაქალაქის ცენტრში იგეგმება მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა, მოხდება თაბორის მთაზე არსებული 40 ჰექტარი მიწის ფართობის გამწვანება, რეკრეაციულ-დასასვენებელ სივრცედ მოწყობა, აშენდება სადრენაჟო და საირიგაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური შენობები, რომლებიც უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის წყლით მომარაგებას. საკრებულოში 10 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომელსაც პოლიციასთან მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციაზე 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი.
ყველაზე პოპულარული
1