Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა რამდენიმე ყირიმელი თათარი


რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ათობით ყირიმელი თათარი დააპატიმრა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. ადვოკატ ემილ კურბედინოვის თქმით, 14 ოქტომბერს 100-ზე მეტი ადამიანმა გამართა ერთკაციანი საპროტესტო პიკეტები მთელი ყირიმის მასშტაბით. მათ ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით: „შეწყდეს დაპატიმრება, ჩხრეკა და მუსლიმების გატაცება“ და „მუსლიმები არ არიან ტერორისტები“. პოლიციამ აქციაში მონაწილე დააპატიმრა 49 კაცი.უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქი სევასტოპოლის ანექსია რუსეთმა 2014 წლის გაზაფხულზე მოახდინა. ანექსიას მოჰყვა მკაცრი ეკონომიკური სანქციების აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, რასაც ათეული სხვა ქვეყანაც შეუერთდა.

XS
SM
MD
LG