Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო მსვლელობას აწყობს


თბილისის ცენტრში, რუსთაველის მოედანზე დაიწყო ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა, რაც მოჰყვა თბილისის საკრებულოს სადავო გადაწყვეტილებას პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემის თაობაზე. მშვიდობიან საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათასი კაცი მონაწილეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია გადაინაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან და გაგრძელდება მანამ, სანამ საკრებულო უკან არ წაიღებს თავის გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG