Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი სამხედრო დაიღუპა პაკისტანში ბომბის აფეთქების შედეგად


პაკისტანის არმიის ცნობით, ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ კურამის რაიონში, სადაც სუსტია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი. ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანეს ავღანეთის საზღვარზე მდებარე კარაჩის მახლობლად, სადაც პაკისტანის არმია აწარმოებდა იმ ექსტრემისტების დევნის ოპერაციას, რომლებსაც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ამერიკელი და კანადელი ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი. ხუთწლიანი ტყვეობის შემდეგ ამ ოჯახის გათავისუფლება 11 ოქტომბერს მოხდა. ისინი დატყვევებული ჰყავდა ჰაყანის ტერორისტულ ქსელს.

XS
SM
MD
LG