Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტი ფინანსური შემოწირულება აქვს


სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, რომლის თანახმად, 1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა მიიღეს ჯამში 12 998 651 ლარის შემოწირულება. მათგან ყველაზე მეტი, დაახლოებით 11 მილიონ 640 ათასი ლარი აქვს „ქართულ ოცნებას.“ პარტიათა პირველ სამეულში, მეორე და მესამე ადგილებზე არიან „ევროპული საქართველო,“ რომელმაც ამავე პერიოდში მიიღო დაახლოებით 931 ათასი და „ნაციონალური მოძრაობა,“ რომლის შემოწირულება დაახლოებით 108 ათასი ლარია. გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს საარჩევნო სიბიექტების შემომწირველთა გამოკითხვა და მათი შემოსავლის წყაროების დადგენა. ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, გამოკითხვის მიზნით 17 პირი დაიბარეს.

XS
SM
MD
LG