Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED-ის დამკვირვებლებმა კენჭისყრის დაწყებიდან რამდენიმე საათში დაწერეს 22 საჩივარი და 20 შენიშვნა


საარჩევნო უბანი თბილისში
საარჩევნო უბანი თბილისში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლებმა კენჭისყრის დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში დაწერეს 22 საჩივარი და 20 შენიშვნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დილის 8 საათისთვის, პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო საარჩევნო უბნების 99,3%. უბნების 99,7%-ში კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით განაწილდა, საარჩევნო უბნების 2,7%-ში კი გამოვლინდა უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საქართველოს მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორისაა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება, კენჭისყრის და მარკირების პროცედურების დარღვევა, ყუთში ბიულეტენის არასწორად მოთავსება და საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება.

XS
SM
MD
LG