Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: ზოგიერთი დარღვევა გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე


"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე

არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” განცხადებით, მისი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ზოგიერთი დარღვევა სცდება პროცედურულ ხარვეზებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევებს. ორგანიზაციამ ყველაზე პრობლემურ საარჩევნო ოლქად დაასახელა მარნეულის 22-ე ოლქი. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ამ ოლქის ცალკეულ უბნებზე მთელი დღის განმავლობაში იყო დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ არჩევნების შედეგებზე. კერძოდ, ორგანიზაციის მეთვალყურეებმა 50-ე, მე-18, 31-ე და 83-ე უბნებზე დააფიქსირეს არასათანადო დოკუმენტებით, სხვის ნაცვლად და მარკირების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე.

XS
SM
MD
LG