ინდოეთმა ახალი სავაჭრო მარშრუტი გახსნა ზღვით მიუდგომელი ავღანეთისკენ. ამიერიდან, ინდოეთიდან საქონელი ავღანეთში იმოძრავებს ირანის ჩაბაჰარის ნავსადგურის გავლით. პირველი, მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის ტრანსპორტირება მოხდა ავღანეთისკენ ინდოეთის ნავსადგურ კანდლადან. შემდგომ, ირანის ნავსადგურიდან ტვირთს ავღანეთისკენ ავტომანქანებით გადაიტანენ. ინდოეთმა, ავღანეთსა და ირანმა შარშან მიაღწიეს შეთანხმებას, შექმნან ახალი სატრანსპორტო მარშრუტი, რომლითაც ინდური წარმოების საქონელი შუა აზიამდე მიაღწევს პაკისტანის გვერდის ავლით. ისლამაბადმა აკრძალა ინდოეთის პროდუქტის თავისი ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირება.
ყველაზე პოპულარული
1