აშშ-ის, სამხრეთ კორეის და იაპონიის შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელებმა, ჯოზეფ დანფორდმა, ჩონ გენ დუმ და კაცუტოში კავანომ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდეს, უარი თქვას დამანგრეველ და უაზრო სარაკეტო-ბირთვულ პროგრამაზე. როიტერის ინფორმაციით, სამი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსანთა შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართა ჰავაის კუნძულებზე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების, წყნარი ოკეანის სარდლობის შტაბ-ბინაში. მხარეებმა განიხილეს ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეები და ფხენიანს მოუწოდეს, თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო პროვოკაციებისა და რეგიონში დაძაბულობის გაღრმავებისგან.
აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეას თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

ყველაზე პოპულარული
1