Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ მანაფორტსა და რიკ გეიტსს წაუყენეს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება


პოლ მანაფორტი (მარჯვნივ) და რიკ გეიტსი
პოლ მანაფორტი (მარჯვნივ) და რიკ გეიტსი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტსა და მის ბიზნეს-პარტნიორს, რიკ გეიტსს წაუყენეს ბრალდებები 12 მუხლით. მათ შორის არის აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება, რის შესახებაც ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ბრალდებები წაყენებულ იქნა აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის დასადგენად საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე. დანარჩენი ბრალდებები ეხება, მაგალითად, ფულის გათეთრებას და ფედერალური ლობირების წესების დარღვევას. გამოძიების ვერსიით, მანაფორტი 2006-2015 წლებში ფულს იღებდა უკრაინის „რეგიონთა პარტიისაგან“ და გადასახადების თავიდან ასაცილებლად იყენებდა რამდენიმე ოფშორულ კომპანიას. ამ კომპანიების ანგარიშებზე ჩაირიცხა 75 მლნ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც მანაფორტმა, სავარაუდოდ, „გაათეთრა“ 18 მილიონამდე დოლარი. რიკ გეიტსს ოფშორულ ანგარიშებზე სამ მილიონამდე დოლარის გადარიცხვაში ადანაშაულებენ. მანაფორტი 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას და გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდა დიდი თანხა უკრაინის ყოფილი, პრომოსკოვური მთავრობისაგან.

XS
SM
MD
LG