Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას შეხვდა


თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და კერსტი კალიულაიდის შეხვედრა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. გიორგი მარგველაშვილმა კერსტი კალიულაიდს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ინტერესების დაცვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხის დაყენების და მხარდამჭერი განცხადებებისთვის. საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ და ნატოს მომავალი სამიტების მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაციის თაობაზე. გიორგი მარგველაშვილისა და კერსტი კალიულაიდის პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებული შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ესტონეთის სამთავრობო დელეგაციებმა. დღის წესრიგში იყო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

XS
SM
MD
LG