Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის ანგარიშში, Doing Business 2018 საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა


საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშის, Doing Business 2018-ის თანახმად, საქართველომ 190 ქვეყანას შორის, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. თბილისში, 1 ნოემბერს გამართულ პროსკონფერენციაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც 10 სხვადასხვა კომპონენტის კრიტერიუმების შესაბამისად, კომპლექსურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. “დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის ყველაზე მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი ბიზნესის კეთება" - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

XS
SM
MD
LG