Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2017 წელი, სავარაუდოდ, შევა მსოფლიოს ისტორიაში აღრიცხული ყველაზე ცხელი წლების სამეულში


ბონი, 2017 წლის 6 ნოემბერი: დელეგატები გაეროს კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე
ბონი, 2017 წლის 6 ნოემბერი: დელეგატები გაეროს კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელი შევა მსოფლიოს ისტორიაში აღრიცხული ყველაზე ცხელი წლების რიცხვში. ამის შესახებ გამოაცხადეს გაეროს კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც გერმანიის ქალაქ ბონში იმართება. 6-17 ნოემბერს 200-მდე ქვეყნის წარმომადგენლები იმსჯელებენ ზომებზე კლიმატის შესახებ პარიზში 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მხარდასაჭერად, შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გეგმის მიუხედავად. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წლიური ანგარიშის პროექტში ნათქვამია, რომ ყველაზე ცხელი წელი იყო 2016 და ვარაუდობენ, რომ მეორე ადგილს 2015, ან 2017 დაიკავებს. ამავე ანგარიშით, წელსაც გრძელდება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის მატება მაშინ, როდესაც ზღვაში წყლის დონე იმატებს და ანტარქტიკაში ყინულის საფარი სარეკორდოდ დაბალ დონეზეა დასული.

XS
SM
MD
LG