ირანში ეროვნული გლოვაა 12 ნოემბერს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც სულ მცირე 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ირანი-ერაყის საზღვართან მდებარეობდა. წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ერაყში დაიღუპა 9 ადამიანი. ირანსა და ერაყში დაშავდა სულ 8 ათასამდე ადამიანი. მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა ირანის ქერმანშაჰის პროვინცია, სადაც დანგრეულია 12 ათასზე მეტი სახლი. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა მეორე ღამე გაატარა ღია ცის ქვეშ, ან კარვებში. 14 ნოემბერს, ქერმანშაჰის პროვინციაში ჩავიდა ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, რომელიც მოსახლეობას დაპირდა პრობლემების უმოკლეს ვადაში მოგვარებას.
ირანში ღია ცის ქვეშ რჩება მიწისძვრით დაზარალებული ათასობით ადამიანი

ყველაზე პოპულარული
1