Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრატნები ჰარარეში პრეზიდენტ მუგაბეს გადადგომას ითხოვენ


გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში გაიმართა მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან მივიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან და პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს გადადგომა მოსთხოვონ. თუმცა, პრეზიდენტ მუგაბე არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. „იგი და მისი მეუღლე, გრეისი, არ აპირებენ დათმობას და ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ცნობას“, - განაცხადა რეიტერთან საუბარში რობერტ მუგაბეს ძმიშვილმა, პატრიკ ჟუავომ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იმალება.15 ნოემბერს ზიმბაბვეში ხელისუფლებას არმია დაეუფლა. სამხედროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს გარშემო „ბოროტმოქმედებს“ ებრძვიან. მაგრამ 93 წლის მუგაბე კვლავინდებურად აცხადებს, რომ თვითონ რჩება ზიმბაბვეს ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად.

XS
SM
MD
LG