Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ცხვიტავა


22 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილი საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ცხვიტავა, ჟურნალისტი, სამხედრო მიმომხილველი. მან ილაპარაკა საქართველო-აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობაზე და აშშ მთავრობის უახლეს გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილების ამოქმედებისთვის საჭიროა კონგრესის მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლება და ანალიტიკოსები Javelin-ის სისტემის ტექნიკის შესყიდვის პერსპექტივას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. გიორგი ცხვიტავამ ვაშინგტონის გადაწყვეტილება "გარღვევად" შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო წლებია ითხოვს როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე ანტისაჰაერო ტექნიკის შესყიდვის უფლებას. მისი თქმით, აშშ-ს ხელისუფლებას დასჭირდა დრო ამ გადაწყვეტილების აუცილებლობაში დასარწმუნებლად. ამაში მნიშვნელოვანი როლი უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმაც ითამაშა. სამხედრო მიმომხილველის შეფასებით, თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება არ არის ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისთვის. გიორგი ცხვიტავამ ილაპარაკა საქართველოს მიერ აშშ-სგან მიღებულ როგორც სამხედრო-ტექნიკურ დახმარებაზე, ისე წვრთნის პროგრამებზე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეხმარება თავისი დასავლელი პარტნიორების სტანდარტებთან მიახლოებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG