Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

305-მდე გაიზარდა ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 305-მდე გაიზარდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ეგვიპტეში. ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით დაღუპულთა შორის 27 ბავშვია. თავდასხმა 24 ნოემბერს მოეწყო ჩრდილოეთ ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ბირ ალ-აბდში, რომელსაც 40 კილომეტრი აშორებს პროვინციის დედაქალაქ ელ-არიშს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდა ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 30-მდე მებრძოლი, რომლებსაც ხელთ ეპყრათ ისლამური სახელმწიფოს დროშა. ტერაქტის გამო ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG