Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ძებნილად გამოცხადდა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

ძებნილად გამოცხადდა უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის მე-15, 28-ე და 256-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ამის შესახებ 6 დეკემბერს, ტვიტერზე დაწერა უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა. ეს მუხლები შეეხება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაულის ჩადენას, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა ხელშეწყობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. ლარისა სარგანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ძებნა დაევალა უკრაინის ეროვნული პოლიციის და უშიშროების სამსახურის ოპერატიულ ქვედანაყოფებს.

XS
SM
MD
LG