Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული მედიის ცნობით, თავდასხმა მზადდებოდა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიზე


ტერეზა მეი
ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა აღკვეთა თავდასხმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, ტერეზა მეიზე - ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან ტელეკომპანიები, Sky News და BBC და გაზეთები, The Times და The Independent. მათი ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ლონდონსა და ბირმინჰემში მცხოვრები ახალგაზრდები, ნააიმურ რაჰმანი და მოჰამედ იმრანი, რომლებიც გეგმავდნენ აფეთქებას პრემიერ-მინისტრის კანცელარიის შესასვლელთან და ტერეზა მეიზე დანებით თავდასხმას. ბრიტანული მედიასაშუალებების ცნობითვე, პოლიციამ ამ პირების დაკავება დაადასტურა, თუმცა, უკომენტაროდ დატოვა მათი შესაძლო კავშირი პრემიერ-მინისტრზე მოსალოდნელ თავდასხმასთან.

XS
SM
MD
LG