Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: საქართველოს ახალი დღის წესრიგია "საგზაო რუკა ევროკავშირისკენ"


პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი, დონალდ ტუსკი. ბრიუსელი, 2017 წლის 23 ნოემბერი
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი, დონალდ ტუსკი. ბრიუსელი, 2017 წლის 23 ნოემბერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, ამიტომ იწყება მოქმედება ახალი დღის წესრიგით, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ და გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების შეთანხმება. 27 დეკემბერს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავარი პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს ვექტორი განსაზღვრავს შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2017 წელს, ამ მიმართულებით მთავარი მიღწევა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. “ეს მთელი გუნდის დიდი წარმატებაა და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან - საქართველოს მიმართ ნდობის გამოხატვა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ნატოში ინტეგრაცია და აშშ-თან თანამშრომლობა და ორივე მიმართულებით ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

XS
SM
MD
LG